როდის მივიღოთ თეთრი ნახშირი®?
როგორც მონოთერაპია ან კომპლექსურ თერაპიაში:
-
მწვავე ნაწლავური დაავადებების დროს (სალმონელოზი, საკვები ტოქსიკოინფექციები);
-
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე დიარეის დროს:
-
საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ტოქსინებით ( ალკალოიდებით, მძიმე ლითონების მარილებით, სხვა ნივთიერებებით), სამკურნალო საშუალებებით ეგზოგენური ინტოქსიკაციის დროს;
-
ალკოჰოლურ-საკვები გადაჭარბების დროს.
როგორც დამხმარე თერაპია:
-
ვირუსული ჰეპატიტების დროს;
-
ალერგიული დაავადებების დროს;
-
დერმატიტების დროს.
როგორ მივიღოთ თეთრი ნახშირი®?
ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას დაღეჭვის გარეშე, ერთი ჭიქა წყალთან საკვების მიღების შუალედში, სასურველია საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე:
-
მოზარდები და ბავშვები 7 წლიდან — 3-5 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში
-
ბავშვები 5-დან 6 წლამდე — 3 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში
-
ბავშვები 3-დან 4 წლამდე — 2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში
გადაყლაპვის დროს სირთულის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება წინასწარ დანაყოთ.
მძიმე შემთხვევებში აუცილებლობის დროს ერთჯერადი დოზის გაზრდა შესაძლოა 10-14 ტაბლეტამდე.
მწვავე ნაწლავური დაავადებების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 3-5 დღე. მძიმე შემთხვევებში მკურნალობის ვადა შესაძლოა გაიზარდოს 10-15 დღემდე.
ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობისთვის მიღების კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმისაგან და შეადგენს 10-14 დღე.
რამდენად სწრაფად იწყებს მოქმედებას თეთრი ნახშირი®?
თეთრი ნახშირი® იწყებს მოქმედებას უკვე 20-30 წუთის შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საკვები მოწამვლის დროს, როდესაც გრძნობ გულისრევას, ნაწლავების აშლილობას.
-
აქტიური ნივთიერებისა და დამხმარე ნივთიერებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
-
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი ავადმყოფობა მწვავე სტადიაზე.
-
ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები და ეროზია.
-
კუჭისა და ნაწლავების სისხლდენა.
-
ნაწლავის გაუვალობა.
-
სორბენტი არ ინიშნება 3 წლამდე ბავშვებს.