თეთრი ნახშირი® (10 ტაბლეტი) — საუკეთესო ფასი!
₾ 3.84
მე-4 თაობის ინოვაციური სორბენტი საკვები მოწამლვისა და დიარეის წინააღმდეგ.
წარმოდგენილი ევრაზიის 14 ქვეყნებში, ახლა უკვე ხელმისაწვდომია საქართველოშიც კი.
ექსკლუზიური პარტნიორი — აფთიაქების ქსელი ავერსი.
აფთიაქის ძებნა: https://www.aversi.ge/
გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. მთელი რიგის შემთხვევაში სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია!
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.შეფუთვაში: თეთრი ფერის 10 ტაბლეტი ბლისტერში.
ინსტრუქცია სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
- მოქმედი ნივთიერება: უწყლო სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი;
- 1 ტაბლეტი შეიცავს 210 მგ უწყლო სილიციუმის კოლოიდურ დიოქსიდს (100% მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით);
- დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სორბიტი (E420), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
სამკურნალო საშუალებების ფორმა: ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიქო-ქიმიური მახასიათებლები: ორმხრივად ამოზნექილი,მრგვალი ფორმის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ნაჭდევის გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ენტეროსორბენტები. ათქ კოდი: A07BC.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
თეთრი ნახშირი® — ენტრესორბენტი, რომლის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს სილიციუმის დიოქსიდი. სილიციუმის დიოქსიდის მაღალი დისპერსიულობა უზრუნველყოფს სორბციის დიდ აქტიურ ზედაპირს და შესაბამისად პრეპარატის სორბციულ მოცულობას. სილიციუმის დიოქსიდის ნაწილაკების არაფოროვანი სტრუქტურა უზრუნველყოფს სორბციის მაღალ სიჩქარეს. ფორების არარსებობა ასევე ხსნის დაბალმოლეკულური ნაერთების, მათ შორის მინერალური ნივთიერებების და ვიტამინების სუსტ სორბციას.
სილიციუმის დიოქსიდს ახასიათებს მნიშვნელოვანი ადსორბციული აქტიურობა ცილოვანი ბუნების ნივთიერებებთან მიმართებაში, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ეგზო- და ენდოტოქსინების გამოდევნას,
დიდი ორგანული შენაერთების, პათოგენური ანტიგენებისა და მიკრობული ან სხვა წარმოშობის ალერგენების ტოქსიური პროდუქტების არასრულ დაშლას. მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი თავის ზედაპირზე არსებული სხვადასხვა ცილოვანი სტრუქტურის მიკროორგანიზმების წყალობით აქტიურად შთანთქავს პათოგენურ მიკროფლორას ნაწლავში — 1010-მდე მიკრობული სხეული 1 გ ნივთიერებაზე, უზრუნველყოფს გამოხატულ ანტიმიკრობულ და ანტიდიარეულ ეფექტებს. სილიციუმის დიოქსიდის ანტიდიარეული ეფექტი გამოწვეულია ნაწლავის ლორწოვან გარსზე გადაკვრით, მიკროორგანიზმების ადგეზიისა და მათი კოლონიზაცისადმი ხელის შეშლით, ასევე სითხის სეკრეციის სტიმულატორების ბლოკირებით ნაწლავში (ნატრიუმის დეზოქსიქოლატი, ციკლური ადენოზინ მონოფოსფატი და სეროტონინი) შესაბამის რეცეპტორებზე მოქმედების გზით. დამატებით ანტიდიარეულ მექანიზმს წარმოადგენს სილიციუმის დიოქსიდის გამოხატული ჰიდროფილური თვისებების მეშვეობით ნაწლავური შიგთავსის სტრუქტურირება.
სილიციუმის დიოქსიდი ხელს უწყობს სხვადასხვა ტოქსიური პროდუქტების, მათ შორის საშუალო მოლეკულების, ოლიგოპეპტიდების, ამინებისა და სხვა ნივთიერებების გადაადგილებას ორგანიზმის შიდა არედან (სისხლი, ლიმფა,ინტერსტიციები) საჭმლის მომნელებელ ტრაქტში კონცენტრაციული და ოსმოსური გრადიენტების ხარჯზე შემდგომი შეკავშირებითა და გამოდევნით ორგანიზმში. სილიციუმის დიოქსიდს ახასიათებს გამოხატული ადსორბციული თვისებები ქოლესტერინთან, ნაღვლის პიგმენტებთან (კერძოდ, ბილირუბინთან), ფოსფოლიპიდებთან, მონოსაქარიდებთან და პირველად ამინო ჯგუფების შემცველ ცილებთან (300-600 მგ 1 გ სორბენტზე) მიმართებაში. ნაღვლის პიგმენტებისა და ქოლესტერინის სორბცია ხორციელდება უშუალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფოსფოლიპიდებთან და ცილებთან მიცელარული კომპლექსების შემადგენლობაში და შეუძლია შეადგინოს რამოდენიმე მგ 1 გ სორბენტზე.
სამკურნალო საშუალების — თეთრი ნახშირი® — შემადგენლობაში შემავალი მიკროკრისტალური ცელულოზა ავსებს სილიციუმის დიოქსიდის ადსორბციულ თვისებას, უკავშირდება რა ქოლესტერინსა და მძიმე მეტალებს. მიკროკრისტალური ცელულოზის გაჯერებული უჯრედები, გადაადგილდება რა ნაწლავში, მექანიკური გზით წმენდს მისი ლორწოვანი გარსის ზედაპირს.
ფარმაკოკინეტიკა
სილიციუმის დიოქსიდი ავლენს მიკრობიოლოგიურ და ქიმიურ მდგრადობას:ის არ იშლება ორგანულ გამხსნელებსა და ბიოლოგიურ სითხეებში, მათ შორის კუჭის წვენში, მისი ნაწილაკების სტრუქტურა კი არ იცვლება pH-ის ცვლილებისას. სილიციუმის დიოქსიდი არ კუმულირდება ორგანიზმში.სილიციუმის დოიქსიდის 99%- ზე მეტი უცვლელი სახით გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით განავალთან ერთად,პერორალური მიღებისას სისხლნაკადში აღწევს სილიციუმის დიოქსიდის 1% -ზე ნაკლები და გამოიყოფა თირკმელების საშუალებით შარდთან ერთად.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
როგორც მონოთერაპია ან კომპლექსური თერაპიის დროს:
- მწვავე ნაწლავური დაავადებები (სალმონელოზი, კვებითი ტოქსიკოინფექციები);
- სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე დიარეები;
- საწარმოო და საყოფაცხოვრებო ეგზოგენური ინტოქსიკაციები (ალკალოიდებით,მძიმე მეტალების მარილებით, სხვა ნივთიერებებით), სამკურნალო პრეპარატებით, ალკოჰოლური-კვებითი გადატვირთვის დროს.
როგორც დამხმარე თერაპია:
- ვირუსული ჰეპატიტების დროს;
- ალერგიული დაავადებების დროს;
- დერმატიტების დროს;
- ორსულებში გვიანი გესტოზის დროს;
უკუჩვენებები: მოქმედი ნივთიერებისა და დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში. ნაწლავის გარსის წყლულები და ეროზიები. სისხლდენები კუჭიდან და ნაწლავიდან. ნაწლავური გაუვალობა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები.
თეთრი ნახშირისა და აცეტილსალიცილის მჟავის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გაძლიერდეს თრომბოციტების დეზაგრეგაციის პროცესები.
კომპლექსური თერაპიისას ნიკოტინის მჟავასა და სიმვასტატინთან თეთრი ნახშირი® ავლენს სინერგიულ მოქმედებას: უზრუნველყოფს სისხლის ლიპიდური სპექტრის ათეროგენულ ფრაქციის დონის შემცირებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონის მომატებას.
მიღების თავისებურებები: პრეპარატი თეთრი ნახშირი კომპლექსური თერაპიის დროს მიზანშეწონილია მიღებულ იქნას სხვა პერორალური სამკურნალო საშუალებების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე, რათა თავიდან აცილებულ იქნას მათი ეფექტურობის შემცირება.
ვინაიდან პრეპარატი თეთრი ნახშირი® არ შეიცავს შაქარს, ის შეიძლება მიიღონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა. სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტს, ამიტომ ის გამოყენებული არ უნდა იქნას იშვიათი მემკვიდრული დაავადებების, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობის სინდრომი, პაციენტებმა.
გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.
ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის თეთრი ნახშირი® მიღების გადაწყვეტილებას იღებს ექიმი, შეისწავლის რა დამოკიდებულებას სარგებელი/რისკი.
შესაძლო ზეგავლენა რეაქციების სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვისას.
არ მოქმედებს.
მიღების მეთოდები და დოზები:
მიღებულ იქნას ჭამათა შორის შუალედებში, სასმელი წყლის მიყოლებით:
უფროსებსა და ბავშვებში 7 წლის ზემოთ — 3-5 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეღამეში;
5-6 წლის ასაკის ბავშვებში-3 ტაბლეტი 3 ჯერ დღეღამეში;
3-4 წლის ასაკის ბავშვებში-2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეღამეში;
მძიმე შემთხვევების დროს საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-14 ტაბლეტამდე. მწვავე ნაწლავური დაავადებებისას მკურნალობის კურსი შეადგენს 3-5 დღეს. მძიმე შემთხვევებში მკურნალობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 10-15 დღემდე. ვირუსული ჰეპატიტების დროს მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და შეადგენს 10-14 დღეს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული დაავადების მიმდინარეობაზე.
ბავშვები:
პრეპარატი არ ინიშნება 3 წლამდე ბავშვებში.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული შეტყობინებები არ ყოფილა.
გვერდითი რეაქციები:
მიღების მეთოდზე დაკვირვებით გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
რეკომენდებული დოზის მომატებისას შესაძლოა შეკრულობის ერთეული შემთხვევების არსებობა.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები:
ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
განმცხადებელი.
შპს „ომნიფარმა კიევი“
უკრაინა, 02088, ქ.კიევი, ევგენია ხარჩენკოს ქ.N55
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილი.
შპს“ფარმეკს გრუპი“
უკრაინა, 08301, კიევის რეგიონი, ქ. ბორისპოლი. შევჩენკოს ქ. ს. N100