როდის და როგორ მივიღოთ?

როდის მივიღოთ თეთრი ნახშირი®?

როგორც მონოთერაპია ან კომპლექსურ თერაპიაში:

  • მწვავე ნაწლავური დაავადებების დროს (სალმონელოზი, საკვები ტოქსიკოინფექციები);

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე დიარეის დროს:

  • საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ტოქსინებით ( ალკალოიდებით, მძიმე ლითონების მარილებით, სხვა ნივთიერებებით), სამკურნალო საშუალებებით ეგზოგენური ინტოქსიკაციის დროს;

  • ალკოჰოლურ-საკვები გადაჭარბების დროს.

როგორც დამხმარე თერაპია:

  • ვირუსული ჰეპატიტების დროს;

  • ალერგიული დაავადებების დროს;

  • დერმატიტების დროს.

როგორ მივიღოთ თეთრი ნახშირი®?

ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას დაღეჭვის გარეშე, ერთი ჭიქა წყალთან საკვების მიღების შუალედში, სასურველია საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე:

  • მოზარდები და ბავშვები 7 წლიდან — 3-5 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში

  • ბავშვები 5-დან 6 წლამდე — 3 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში

  •  ბავშვები 3-დან 4 წლამდე — 2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში

გადაყლაპვის დროს სირთულის შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება წინასწარ დანაყოთ.

მძიმე შემთხვევებში აუცილებლობის დროს ერთჯერადი დოზის გაზრდა შესაძლოა 10-14 ტაბლეტამდე.

მწვავე ნაწლავური დაავადებების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 3-5 დღე. მძიმე შემთხვევებში მკურნალობის ვადა შესაძლოა გაიზარდოს 10-15 დღემდე.

ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობისთვის მიღების კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმისაგან და შეადგენს 10-14 დღე.

რამდენად სწრაფად იწყებს მოქმედებას თეთრი ნახშირი®?

თეთრი ნახშირი® იწყებს მოქმედებას უკვე 20-30 წუთის შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საკვები მოწამვლის დროს, როდესაც გრძნობ გულისრევას, ნაწლავების აშლილობას.

  • აქტიური ნივთიერებისა და დამხმარე ნივთიერებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი ავადმყოფობა მწვავე სტადიაზე.

  • ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები და ეროზია.

  • კუჭისა და ნაწლავების სისხლდენა.

  • ნაწლავის გაუვალობა.

  • სორბენტი არ ინიშნება 3 წლამდე ბავშვებს.